თუ ფიქრობთ, რომ სააბაზანო სივრცე აუცილებლად სადად უნდა მოაწყოთ, ჩვენი სტატია წარმოდგენას შეგაცვლევინებთ. ეცადეთ გამოიყენოთ მეტი ფერი, სახალისო ფორმები და უამრავი საინტერესო დეტალი. შედეგი აუცილებლად გაგაოცებთ.

 

 

 

განსხვავებული ფორმის სარკე

როგორც წესი, სამზარეულოებს ინტერიერი სტანდარტული და სადაა, თუმცა განსხვავებული ფორმის სარკის გამოყენებით შეგიძლიათ დააბალანსოთ სივრცე და ინტერიერი უფრო საინტერესო გახადოთ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა განაახლოთ სააბაზანო უამრავი ფულის დახარჯვის გარეშე.

 

 

 

 

 

 

 

 

მარმარილო

მარმარილოს აბაზანა მდიდრული და თანამედროვე ინტერიერის შექმნაში დაგეხმარებათ, რადგან ის დიდ როლს თამაშობს სახლის დეკორში. მარმარილოს გამოყენება შეგიძლიათ თაროებზე, აბაზანის გარშემო და კედელზეც კი.

 

 

 

 

ფერები

დიდი ხნის განმავლობაში, თითქმის არავის იყენებდა ფერებს აბაზანაში, რაც 70-იან წლებში დამკვიდრებული სტილის გავლენით აიხსნება. თუმცა რამდენიმე წლის წინ, სააბაზანოებში ისევ გამოიკვეთა ფერადი ინტერიერი. ახალი ფერადი სააბაზანოები ძველს წააგავს სტილით, თუმცა ისინი უფრო მსუბუქი და თანამედროვე ფორმებით ხასიათდება.

 

 

 

 

 

კაფელი

ერთ-ერთი საშუალება, რითიც ფერების შემოტანა შესაძლებელი ხდება, კრამიტია. კვადრატის ფორმის კრამიტით (4×4) ძირითადად 60-70-იანი წლების სააბაზანოებს აპირკეთებდნენ. ახლა კი ეს შეიძლება სენტიმენტალურად და ძველმოდურად მოგეჩვენოთ. თუმცა ყველაფერი კონტექსტზეა დამოკიდებული – თუ აირჩევთ შედარებით ღია და თანამედროვე მასალას, აბაზანა უფრო საინტერესო და დახვეწილი გახდება.

ფერადი და თამამი მოხაზულობის კაფელი სააბაზანოს გადახალისებაში დაგეხმარებათ. მოაპირკეთეთ მხოლოდ კედლები ან იატაკი, რითიც მიიღებთ გამორჩეულ და თვალშისაცემ ინტერიერს.

 

 

 

 

 

შავი ფერი

შავი ერთ-ერთი ფერია, რომელიც ხშირად გამოიყენება თანამედროვე სააბაზანოს ინტერიერში. თუ მწვანე ან ვარდისფერი აბაზანა ზედმეტად რეტროს სტილის გამოდის და არ ჯდება თქვენს გემოვნებაში, სცადეთ შავი ფერის დეტალების დამატება. ამის საშუალებით შეძლებთ შექმნათ გაბედული და თანამედროვე დიზაინი.

 

 

 

 

 

 

 

ტექსტურა

ტექსტურის გათვალისწინება დიდ როლს თამაშობს საბოლოო იერსახის შექმნაში. ტერა კოტას კრამიტისა და ხის დეტალების დახმარებით უამრავი საინტერესო დეტალის შექმნა შეიძლება. სააბაზანო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია განტვირთვისთვის. სწორედ ამიტომ, მეტი ყურადღება გაამახვილეთ თბილ ფერებსა და განსხვავებულ ტექსტურაზე.

 

 

დაგვიტოვეთ კომენტარი