გიყვართ წიგნები? და კიბეები? ეს 16 უნიკალური დიზაინი შეავსებს სიცარიელეს თქვენი კიბის ქვეშ და ლამაზი კიბის ბიბლიოთეკის შექმნაში დაგეხმარებათ. გამოიყენეთ თაროები, სადაც მოათავსებთ წიგნებს ისე, რომ სიარულში ხელი არ შეგეშალოთ. ჩვენ მიერ შემოთავაზებული დიზაინი დაგეხმარებათ საუკეთესო ბიბლიოთეკის შექმნასა და ყველაზე უხეში სივრცის შეცლაში.

1.დიზაინერი: Dreihausfrauen

ეს მრავალფუნქციური თეთრი ხის კიბე საშუალებას გაძლევთ წიგნი პირდაპირ კიბიდან ან ქვედა სართულიდან აიღოთ. ჭკვიანურად მოწყობილი კიბე არის საუკეთესო საშუალება სივრცის დასაზოგად.

2. დიზაინერი: Maxwan

ჭერზე გამოყენებული ხის მასალა ეხამება წიგნების თაროებსა და კიბეს. რამდენიმე თარო და საწერი მაგიდა გეხმარებათ მყუდროდ იგრძნოთ თავი ნათელ და ამავდროულად იზოლირებულ ადგილას.

3. დიზაინერი: Studio Mieke Meijer

ჰოლანდიელი დიზაინერის, ჯასტ ჰასნუტის ინსპირაციის წყარო ინდუსტრიული შენობების ფოტოები იყო. შუაზე გაყოფილი მუხითა და ფოლადით გაწყობილი კიბის ერთი ნაწილი წიგნებითა და დეკორაციებითაა გაწყობილი, ხოლო მეორე ნაწილი საწერი მაგიდის, ქოთნის მცენარეებისა და ყავის დასალევი სივრცისგან შედგება.

4. დიზაინერი: NC2 Architecture

მკვეთრი და ზიგზაგისებური, უნიკალური ხის სტრუქტურა საშუალებას გაძლევთ კიბეზე ასვლისას წაივარჯიშოთ. მიუხედავად მისი ორმხრივი დანიშნულებისა, ვერტიკალური დიზაინი ვიზუალური შთაბეჭდილებას ახდენს ისე, რომ წინააღმდეგობაში არ მოდის ოთახის დიზაინთან.

5. დიზაინერი: Veran Émilie

საძინებლის, წიგნების კარადის, სამუშაო მაგიდის და კიბის სივრცე დახვეწილადაა გაერთიანებული. პატარა ხის საფეხურებს სხვენამდე ავყავართ.

6. დიზაინერი: Fujimatsu Architect

ეს საწერი მაგიდა, წიგნების კარადა და კიბე უფრო მეტ თავისუფალ სივრცეს ქმინს. თეთრი ბათქაში და გალაქული ხის კიბე საშუალებას მოგცემთ შეჩერდეთ კიბეზე და მშვიდად აარჩიოთ სასურველი წიგნი.

7. დიზაინერი: Wild Rabbits Architects

ეს ხისა და ფოლადის ნაკეთობა აერთიანებს ორ სივრცეს და გვთავაზობს ორნაწილიან ბიბლიოთეკას. ზედა და ქვედა სართულებზე მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექმნებათ თანაბრად ისარგებლონ სივრცით

8. დიზაინერი: Pia Winther

წიგნების თაროები მხოლოდ წიგნებისთვის არ გამოიყენება. ამ ჭკვიანურად განაწილებულ სივრცეში ადგილი გამოყოფილია პორტრეტებისთვის, მაგიდის სანათისთვის და თაროებისთვის, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა დანიშნულებისამებრ გამოიყენოთ.

9. დიზაინერი: Marc Koehler Architects

თეთრი, პირამიდის ფორმის წიგნების კარადა მინიმალისტური დიზაინისაა. დიდი ჩამოშვებული ჭაღი დამატებით, განსხვავებულ დეტალებს ქმნის

10. დიზაინერი: Farrow Arcaro Design

ორი-ერთში: შექმენით ~ კიბის კედელი წიგნების თაროსგან. თეთრი ფერი და ხის მასალა თვალს ატყუებს. თქვენ აღიქვამთ მარტივ, სადა დიზაინს მიუხედავად იმისა, რომ თაროები გაფორმებულია წიგნებითა და სუვენირებით.

11. დიზაინერი: Design+Weld

დიზაინი უხდება გარემოს, რადგან ის არის განსაკუთრებულად ჰაეროვანი და ორიგინალური. ლონდონური სტილის კიბე ადის მინით შემოღობილ აივანზე. სადა თეთრი კედლები და იატაკი კიბეს კიდევ უფრო გამოკვეთავს ინტერიერიდან.

12. დიზაინერი: Jianxiong Liu

აღნიშნული კონცეფცია არის ერთ-ერთი საუკეთესო კიბის ბიბლიოთეკის იდეებს შორის. ის ქმნის ვირტუალურ ხის სახლს, რომელიც შესრულებულია მრუდხაზოვანი ხის ელემენტებითა და მოაჯირებით, დიდი ზომის წიგნების თაროებით.

13. დიზაინერი: Design+Weld

არ გაქვთ სივრცე განცალკევებული ბიბლიოთეკისთვის? გაზარდეთ საცხოვრებელი ფართი მარტივი თეთრი კიბის საშუალებით, რომელიც წიგნების კედლის დანიშნულებასაც შეასრულებს.

14. დიზაინი: Process

რა მხრიდანაც არ უნდა შეხედოთ ამ კიბეს, ის ორმხრივი დანიშნულების იქნება. წიგნები, ორნამენტები და დეკორაციები ორივ გვერდზე, ხოლო ასავლელი წინა მხრიდან.

15. დიზაინი: L’atelier miel

გრძელი ხის წახნაგები, რამდენიმე დამალული სათავსოთი, მდგრად კიბეს ქმნიან. ერთ კუთხეში გამოყოფილია სასმელების განყოფილება ლამაზად ერწყმის საეთო დიზაინს.

16. დიზაინი: Jochen Specht

შეინარჩუნეთ სისადავე ხის მასალაში ფერადი წიგნების ჩაწყობით. ეს გადაწყვეტილება წიგნების კარადას განსაკუთრებულობას ანიჭებს, რადგან ოთახი გაწყობილია მშვიდი ბინებრივი ტონებით.