კლასიკური ნაძვის ხე წითელი ბაფთებითა და ფერადი ხელნაკეთი ორნამენტებით ყოველთვის მოდურია, თუმცა თუ ექსპერიმენტების არ გეშინიათ შეგიძლიათ სცადოთ გასხვავებული ფერთა პალიტრა და გააოცოთ თქვენი სტუმრები. ამაში კი ჩვენი 10 მაგალითი დაგეხმარებათ.  

 

 

 

 

1.გამომწვარი თიხისგან დამზადებული თეთრი მტრედები, ფიჭვის გირჩის ვარსკვლავი, ვერცხლისფერი ლენტი და ფიფქების ორნამენტები საშობაო განწყობას ქმნის.

 

 

 

 

 

 

 

2.დახვეული ლოლოებითა და ნიჟარის ფორმის სათამაშოებით მორთული ხე ხალისიანი და ფერადია, თუმცა ამავდროულად, არ არის ზედმეტად გადატვირთული და ეხამება ინტერიერის დიზაინს.

 

 

 

 

 

 

 

 

3, ლურჯის, იისფერისა და ოქროსფერის კომბინაცია ხშირია ახალ წელს, თუმცა ამ შემთხვევაში, ფერების კომბინაცია ძვირფას და მდიდრულ იერსახეს სძენს ნაძვის ხეს, ტრადიციული ელემენტები კი უფრო თვალისმომჭრელს ხდის მას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. როდესაც გარშემო უამრავი მწვანე ფერია, ლაიმისა და პიტნის ფერი მწვანე უფრო ცოცხალი და ხასხასა ჩანს. მას იდეალურად ეხამება ოქროსფერი ვარსკვლავი და სუსტად მოციალე ვერცხლისფერი ლენტები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5.რატომ უნდა აირჩიოთ ერთი ფერის თემატიკა, როდესაც ყველა ფერის გამოყენება შეგიძლიათ? თუ გამბედავი ხართ და გიყვართ ხასხასა ფერები, შეგიძლიათ თქვენი ნაძვის ხე სადა ბურთებით ცისარტყელის ფერებში მორთოთ.

 

 

 

 

 

 

6. თუ სისადავე გიყვართ, შეგიძლიათ ნაძვის ხე ერთი ტონალობის სადა ფერის დეკორაციებით მორთოთ. აღნიშნულ მაგალითში გამოყენებულია ხელოვნური თოვლი, რათა შეიქმნას კონტრასტი თეთრსა და ლურჯს შორის, მწვანე სათამაშოები კი ხეს ბუნებრიობას მატებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

7. თუ თქვენი ბინის ინტერიერში თეთრი ფერი და ბუნებრივი მასალა ჭარბობს, ნაძვის ხის მორთვა თეთრი ბურთებით, ბამბითა და გირჩებით სცადეთ. მეტი ფერის შემოსატანად შეგიძლიათ დაამატოთ ერთი ტონალობის, სადა ფერის სათამაშოები, თუმცა ეცადეთ ძალიან არ გადატვირთოთ დეკორაცია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8. ღია, კაშკაშა ცისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი ფერებით მორთული ნაძვის ხე ნამდვილად თვალისმომჭრელად და ორიგინალურად გამოიყურება.

 

 

 

 

 

 

9.სცადეთ იყოთ უფრო ბუნებრივი – უპირატესობა მიანიჭეთ ყვავილებს, ფოთლებსა და ტოტებს. შეგიძლიათ მთელი ხე მორთოთ ორნამენტებით, საახალწლო სათამაშოებითა და წინდებით.

 

 

 

 

 

 

 

 

10. მარტივი და თვალში საცემი დიზაინის შესაქმნელად გამოიყენეთ დიდი ზომის ორნამენტები, ყურადღებით შეარჩიეთ რამდენიმე ლენტა, რომელიც დამაგრდება ხის კენწეროზე. მკვეთრი ფერის, სადა სათამაშოების დამატება გაახალისებს თქვენს ნაძვის ხეს.

 

 

 

 

დაგვიტოვეთ კომენტარი