თუ თქვენი საყვარელი ფერი ლურჯია, გაეცანით ჩვენს სტატიას, სადაც ნახავთ უამრავ სამზარეულოს, რომლებიც განსხვავებული ლურჯი ტონალობებითაა გაწყობილი. იპოვეთ ინსპირაცია თქვენთვის იდეალური სამზარეულოს მოსაწყობად და ასევე გაიგეთ როგორ შეუხამოთ ნათელი ტონები სადა, ბუნებრივ ფერებს.

 

 

1.ლურჯი ფერის სამზარეულოს ოდნავ მომწვანო ტონალობა დაკრავს. ხისა და პრიალა შავი თაროების წყალობით ოთახი მდიდრულად გამოიყურება. ვერცხლისფერი სანათები თვალშისაცემი ხდება სადა ფონის წყალობით. მარცხენა კედელზე დაკიდებული დეკორატიული თეფში გამოკვეთს კედელსა და ცისფერ ფერს. კედლის ფერი ბარის სკამის ფეხები ინტერიერს უჩვეულო, დასრულებულ სახეს აძლევს.

 

 

 

 

2.ბარის სპილენძის სკამები იდეალურად ეხამება ხის თბილ ტონალობას. უნიკალური ინდუსტრიული სტილის განათება ეხამება სპილენძის ტონალობებს და ჭერში დატოვებულ სივრცეს ავსებს. ცისფერი ფერის კარადებისთვის, რომლებიც ასევე სპილენძისფერი სახელურებითაა გაწყობილი, შერჩეულია შავ-თეთრ ორნამენტებიანი კაფელი. იმავე ფერებშია გაწყობილი მარმარილოს ნიჟარაც.

 

 

 

 

 

3.სტუდიოს ტიპის სამზარეულო გაწყობილია ლურჯი, თეთრი და ყავისფერი ტონებით. პრიალა ლურჯ კარადებს იდეალურად ეხამება მდიდრული სასადილო სკამები. ისინი ოთახს შთამბეჭდავს ხდის. თეთრი, მინის მაგიდა კი უხდება იმავე ფერის კარადებს.

 

 

 

 

4.სკანდინავიური სტილის სამზარეულოს ღია ცისფერი ტონალობის კარადები არაჩვეულებრივ, მშვიდ გარემოს ქმნის. დახვეწილ ცისფერ ტონალობასთან კონტრასტში მოდის მდიდრული ატმისფერი კარი. ბუნებრივი ხის ავეჯი და იატაკი ოთახს დასრულებულ იერს ანიჭებს.

 

 

 

 

 

 

5.”სამეფო ლურჯი” ფერის სამზარეულოს მაგიდები და იმავე ფერის კედელი ეხამება ერთმანეთს და სადა, თეთრი ფერის სამზარეულოს განსაკუთრებულ იერს სძენს. ხის მაგიდის თავი და სკამის ფეხები გამოკვეთს ოთახის ცენტრალურ ნაწილს და დამატებითი ფერი შემოაქვს ოთახში.

 

 

 

 

 

6.სადა სამზარეულოს მოწყობისას შეგიძლიათ ფერები ნახატების ან ფოტოების საშუალებით შემოიტანოთ. ღია ფერის, მარმარილოს ან ხის სამზარეულოებში ამ მეთოდის გამოყენებით ნებისმიერი ფერის შემოტანას შეძლებთ და თქვენს სამზარეულოს გამორჩეულს გახდით. ანალოგიურადაა მოწყობილი ეს სამზარეულოც, სადაც ზღვის ხედებით აწყობილ პანორამას ოთახში ლურჯი ფერი შემოაქვს.

 

 

 

 

 

7.ოკეანის ინსპირაციით შექმილი დიზაინი რობერტ კოლენიკს ეკუთვნის. ის არის სადა და ერთფეროვანი ოთახის მთავარი ატრიბუტი , ქმნის მშვიდ გარემოს და ამავდროულად მარტივი მოსავლელია.  ჩაშენებული ფიტრების გამო აკვარიუმს მხოლოდ თვეში ერთხელ სჭირდება გაწმენდა, მისთვის თავის ახდა ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი.

 

 

 

 

 

 

 

8.დიდ და ნათელ სამზარეულოში სულ რამდენიმე ტონალობა იკვეთება. შავი ფერის ფაბრიკის ტიპის ფანჯრები და გაზქურა, სადა ლურჯი კარადები, თეთრი კედლები და იატაკია საინტერესო გარემოს ქმნის. სკამებს დამატებითი ფერი შემოაქვს ოთახში.

 

 

 

 

9.ღია ცისფერი ხის კარადები და ბუნებრივი ფიჭვის მასალისგან დამზადებული მაგიდა იდეალურად ეხამება ერთმანეთს. შავი ფილებით მოპირკეთებული ნიჟარა სივრცეს ორ ნაწილად ყოფს. სხვადასხვა ფერისა და სტილის სკამები სპეციალურადაა შერჩეული, რათა შეიქმნას ეკლექტური დიზაინი.

 

 

 

 

 

 

 

10.მონაცრისფრო ლურჯ სამზარეულოში შემოტანილია ყავისფერი დეტალები, რაც თბილ გარემოს ქმნის. იმავე ფერებს იმეორებს სანათიც, რომელიც გარედან ლურჯია, შიგნიდან კი სპილენძისფერი. მარცხნივ მდებარე ხის კედელი და სადა ნახატი ოთახს დასრულებულ სახეს აძლევს.

 

 

 

 

 

 

დაგვიტოვეთ კომენტარი