ინტერიერი დასრულებული ვერ იქნება განსაკუთრებული დეტალების გარეშე. სადაც არ უნდა იყოთ – ბიბლიოთეკაში, საწერ მაგიდასთან  თუ საკუთარ ოფისში, ყველა ტიპის ინტერიერში დაგჭირდებათ მოდური სავარძელი. გაეცანით ჩვენს სტატიას და შეარჩიეთ თქვენი ინტერიერის შესაფერისი სავარძელი.

 

 

 

1.აღნიშნული სავარძელი განკუთვნილია საძინებელი ოთახისა და ბიბლიოთეკისთვის. მისი შეძენა შეგიძლიათ წითელ ფერშიც. სკამი დამზადებულია მეტალისგან, შეგიძლიათ აკონტროლოთ სიმაღლეც, რაც მას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. https://goo.gl/QtrZu3

 

 

 

 

 

 

 

2.ფიქრობთ რომ ხავერდი ძველმოდურია? კიდევ ერთხელ შეხედეთ ამ მეტალისა და ხავერდისგან დამზადებულ სავარძელს და კარგად დაფიქრდით. ეს არის მაღალზურგიანი სავარძელი, რომელიც იდეალურია განსატვირთად ნებისმიერ დროს. აღნიშნული სავარძლის შეძენა შეგიძლიათ ლურჯ, მწვანე, ნაცრისფერ და იასამნისფერ ფერებში. https://goo.gl/7pg384

 

 

 

 

 

 

 

3.ფერადი, ხელნაკეთი სკამი პალმის ხისგან არის დამზადებული. ის განსაკუთრებულად მოუხდება სასადილო ოთახს და გაახალისებს სადა ინტერიერს. სავარძელს მოჰყვება თეთრი ფერის ბალიში და ერთ წლიანი გარანტია. https://goo.gl/NaQxtg

 

 

 

 

 

 

 

 

4.ხელნაკეთი სავარძელი ქიშმირისა და უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული. ის მიეკუთვნება მოდერნისტულ სტილს. მისი უნიკალური ფორმების გამო, სავარძელი იდეალური სარელაქსაციო საშუალებაა ქალებისთვის. ინტერიერის მიხედვით, 7 განსხვავებული ფერიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის იდეალური ვარიანტი. https://goo.gl/35y76J

 

 

 

 

 

 

 

 

 

5. შექმენით ბუნებრივი და სასიამოვნო გარემო თქვენს მისაღებ ოთახში. ეს ყვავილების პრინტიანი სავარძელი იდეალურია სადა ინტერიერის გამოსაკვეთად. https://goo.gl/XAA2Cw

 

 

 

 

 

 

6.ჩესტერფილდის სავარძელი კლასიკური, დახვეწილი ფორმებით გამოირჩევა. უმაღლესი ხარისხის ხავერდისა და  დახვეწილი ფორმების წყალობით ის იდეალურია განტვირთვისა და დასვენებისთვის. რაც მთავარია, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება მოდური. აღნიშნული სავარძლის შეძენა 5 ფერში შეგიძლიათ. https://goo.gl/y8qLSX

 

 

 

 

 

 

7.შუა საუკუნეების დიზაინის სკამი განსაკუთრებით მოუხდება ნაზ და დახვეწილ ინტერიერს. მისი შეძენა თეთრ (ტილოს ნაჭერი) და ვარდისფერ (ხავერდი) ფერებში შეგიძლიათ. სავარძელი იდეალურია ისევე როგორც მისაღებ ოთახში, ასევე სასადილოში გამოსაყენებლად. https://goo.gl/zpxuVc

 

 

 

 

 

 

 

8.კიდევ ერთი სკამი, რომელიც თქვენს ინტერიერს გამორჩეულს გახდის. მისი შეძენა თეთრ, ოქროსფერ და სპილენძისფერ ფერებში შეგიძლიათ. გეომეტრიული ფორმების წყალობით, სკამი ნებისმიერი ინტერიერის განსხვავებულ იერს შემატებს. https://goo.gl/mzfQCc

 

 

 

 

 

 

 

 

9. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ინტერიერს ძველებური ტიპის სკამი არ შეესაბამება, სცადეთ რაიმე უფრო თანამედროვე. რკინისგან დამზადებულ სკამს ხელით შეკერილი ტყავი აქვს გადაკრული. მისი დიზაინი მოუხდება სადა ინტერიერს, რომელშიც ჭარბობს ხის ავეჯი. https://goo.gl/dpsMHf

 

 

 

 

 

 

10. შეიტანეთ ინტერიერში მაროკოს დეტალები. პალმისგან დამზადებული ხენაკეთი სკამი აკრილისის ბალიშებით არის გაწყობილი. მისი გამოყენება ინტერიერშიც და ექსტერიერშიც თავისუფლად შეგიძლიათ. სავარძელი ხელმისაწვდომია 4 სხვადასხვა ფერის ბალიშით. https://goo.gl/jhvUyj

 

 

 

დაგვიტოვეთ კომენტარი