მზის სხივი, ნარგიზი, მგალობელი ჩიტები და ოქრო – ყვითელი ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი ფერია, თუმცა მას მაინც იშვიათად იყენებენ თანამედროვე ინტერიერში. შეიძლება იმიტომ, რომ ის მკაფიო და სარისკო ფერია. ჩვენ შემოგთავაზებთ 10 თანამედროვე ბინას, რომლებიც წარმოაჩენენ ყვითელი ფერის მოქნილობას და დადებით მხარეებს.

 

 

 

 

1.ყვითელი აქსესუარები ჭკვიანურადაა გადანაწილებული: ბალიშები გამოკვეთს ნაცრისფერ სავარძელს, ყვითელი დეკორაციები კი სამზარეულოს თაროებს. ნახატი კრავს საერთო თემას და ინტერიერს დასრულებულ სახელს აძლევს.

 

 

 

 

2.ფერადი კარების გაკეთება უჩვეულო და ცოტა სარისკოც არის, თუმცა ამ შემთხვევაში რისკი გამართლებულია, რადგან ისინი ინტერიერს კიდევ უფრო ამდიდრებს. ზოლიან ხალიჩასა და ნეონის ფოსფორისფერ ჭაღს პოპ არტის ელემენტები შემოაქვს ინტერიერში.

 

 

 

 

 

3.ყვითელი ენერგიული ფერია, თუმცა არ არის აუცილებელი ის ძალიან ყვიროდეს. ამ შემთხვევაში, წითელ და სტაფილოსფერ შტრიხებს შემოაქვს ნათელი, მზიანი ყვითელი ტონები.

 

 

 

 

 

 

4.მდიდრული მატოვი შავისა და თეთრი ფერებისგან შექმნილ ინტერიერში სინათლე შემოაქვს ფრთხილად შერჩეულ ისეთ ყვითელ დეტალებს, როგორებიცაა სერვანტის მაგიდა, სავარძლები და ბალიშები.

 

 

 

 

 

 

5.ღია ყვითელი და ცისფერი ტონები ქმნის ნათელ ინტერიერს. სკამის საზურგის დიზაინი ეხამება ბალიშებს.

 

 

 

 

 

 

6.შავ-თეთრი დეკორი ქმნის ნეიტრალურ ფონს, რომელსაც გამოკვეთს ხის ავეჯი – ის სიცოცხლით ავსებს ინტერიერს. ოთახში მხოლოდ ორი ყვითელი ფერის შტრიხია – ბალიში და კლასიკური დანიური ხის სკამები.

 

 

 

 

 

 

 

7.მკვეთრი ყვითელ ფერს აქვს ნეონის ეფექტი, თუმცა გამჭვირვალე დიზაინი, დამატებითი მწვანე და ლურჯი ფერები სასიამოვნო ფერთა გამას ქმნიან.

 

 

 

 

 

 

8.როგორც წესი, დიზაინერები მწვანე და ყვითელი ფერების მკვეთრ ტონებს უხამებენ ერთმანეთს, თუმცა ამ შემთხვევაში, ღია ტონები ქვის კედლებითა და ხის იატაკით ქმნიან სარელაქსაციო ატმოსფეროს. ხალიჩას და ბალიშებს კი შემოაქვს ნათელი ტონები.

 

 

 

 

 

 

9.ყვითელი და ლურჯი ფერების შეხამება ყოველთვის მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა ზედმეტი კონტრასტის შემთხვევაში მსგავსი ინტერიერი უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. აღნიშნულ ინტერიერში გამოყენებულია მუქი, სადა ლურჯი და ნათელი ყვითელი, რასაც თვალი სასიამოვნოდ აღიქვამს.

 

 

 

 

 

10.ნათელი ავეჯი და დეკორაციები სწრაფად იქცევს ყურადღებას. ოთახის ინტერიერს გამორჩეულს ხდის კედელზე დატანილი კერამიკის ფილები.

 

 

 

 

 

დაგვიტოვეთ კომენტარი