ლამაზი სახლის შექმნისას არ უნდა დაგავიწყდეთ სათანადო სააბაზანოს მოწყობა. ტექსტურისა და მასალების სწორმა შერწყმამ შესაძლოა თქვენი სააბაზანო სარელაქსაციო გარემოდ გადააქციოს. საერთო დიზაინის შექმნის შემდეგ, მისი ელემენტები აბაზანაშიც შემოიტანეთ. ჩვენ გთავაზობთ 10 განსხვავებულ და მდიდრულ სააბაზანოს, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს ინტერიერს შეუხამოთ და ხაზი გაუსვათ ბინის გამორჩეულ დიზაინს. 

 

 

1.მდიდრული მარმარილო და ტრავერტინის ქვის თბილი ფერები არის კლასიკური და რუსტიკული დიზაინის შერწყმა, რომელიც სარელაქსაციო გარემოს ქმნის. ტრავერტინი განსაკუთრებით უხდება სააბაზანოს ინტერიერს, და მას უფრო ბუნებრივს ხდის, რადგან ტრავერტინი დროთა განმავლობაში ყალიბდება მინერალების ნარჩენებისგან, რომლებსაც ცხელი მდინარეები ტოვებენ ნაპირებზე.

 

 

 

 

 

2.  კედლებისა და ჭერის გასაწყობად გამოყენებულია რუსტიკული სტილის მაღალი ხარისხის ხის მასალა. ჭერში შექმნილ კუთხეზე განლაგებული ფანჯრები ბუნებრივ შუქს უშვებენ ოთახში. განცალკევებით მდგარი ნიჟარები კი ეხამება შავ აბაზანას.

 

 

 

 

 

 

 

3.ერთი შეხედვითაც შეგიძლიათ შეიგრძნოთ ამ სააბაზანოს საოცრად მდიდრული და ფემინური ინტერიერი. ყვავილის გამოსახულებიანი კედელი და ხვეული ჭაღები სააბაზანოს განსაკუთრებულ იერს სძენს და ხაზს უსვამს მეპატრონის ინდივიდუალიზმს.

 

 

 

 

 

 

 

 

4.მბზინავი მარმარილო და ზოლებად განთავსებული სინათლეები ელეგანტურ აბაზანას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. გაურკვეველი ფორმის კედლის მოხატულობა ინტერიერს კიდევ უფრო მდიდრულს ხდის.

 

 

 

 

 

5. აღმოსავლეთ აზიის ინსპირაცია იდეალური აღმოჩნდა კიდევ ერთი ფემინური სააბაზანოს შექმნისთვის. გრილი მოცისფრო-მონაცრისფრო ტონალობები და ვარდისფერი ყვავილების პრინტიანი ფილები დახვეწილი და მომხიბვლელია.

 

 

 

 

 

 

 

6.ეს მოროკოს სტილის სააბაზანო აერთიანებს სადა ნათურებისგან წარმოქმნის შუქსა და ნიჟარების ქვეშ განლაგებულ სინათლეს, რომელიც ხაზს უსვამს საინტერესო და ორიგინალურ დეტალებს.

 

 

 

 

 

 

 

7.სადა და მყუდრო სააბაზანოში იგრძნობა ბალანსი. ფანჯარა გადაჰყურებს ხედს, ტრადიციული ხალიჩები აგია ხის იატაკზე, მართკუთხა სააბაზანო განლაგებულია მარმარილოს კედლის გვერდით, მის მოპირდაპირე მხარეს კი არის იმავე მასალით მოპირკეთებული ორ-კაციანი ნიჟარა. ერთი შეხედვით ოთახში თეთრი და ყავისფერი დომინირებს, თუმცა მწვანე ხალიჩებს შემოაქვთ ბუნებრივი, ნათელი ტონი.

 

 

 

 

 

8.ინდუსტრიული სტილის სააბაზანოში ჭარბობს თეთრი შავი და აგურისფერი. ერთ-ერთი კედელს, რომელიც მთლიანად აგურითაა მოპირკეთებული, ოთახში ფერები და ხასიათი შემოაქვს. შავ სააბაზანოს, ფანჯრის რაფებს და იმავე ფერის დეტალებს თაროებსა და ჭერზე, ასევე ვერცხლისფერ დეკორაციებს ოთახში როკ ენ როლის აქცენტები შემოაქვს.

 

 

 

 

 

 

9. სააბაზანოში გამოყენებული სხვადასხვა ხის მასალა ქმნის მდიდრულ და მყუდრო გარემოს. ოთახში შერწყმულია ყავისფერი და თეთრი ფერები, თუმცა მრავალფეროვანი ტონალობების გამო ის სულაც არ გამოიყურება ზედმეტად სადად. სააბაზანოს კედელზე დახატული მცენარე ოთახს კიდევ უფრო მყუდროს ხდის.

 

 

 

 

 

 

 

10. ეს დიზაინი გამოირჩევა სიმარტივით. თეთრი ფილებისგან გაწყობილი კედელი და კრემისფერი იატაკი სადად გამოიყურება. კიბე და პატარა ზომის საათი ხისგანაა დამზადებული. რასაც ოთახში სითბო შემოაქვს. ქოთნის მცენარეები კი ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას ამძაფრებს.

 

 

 

 

 

დაგვიტოვეთ კომენტარი