ახალი წლის მოსვლასთან ერთად ტენდენციები იცვლება, გამონაკლისს არც ინტერიერის დიზაინი წარმოადგენს. 2018 წლის უახლესი ტენდენციები თავდაპირველად სახლის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებს უნდა მოარგოთ. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ სამზარეულოთი დაიწყოთ. ჩვენ გთავაზობთ 5 ტრენდს, რომელიც 2018 წელს ინტერიერის დიზაინში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.

 

 

1.ლურჯისა და მწვანეს კომბინაცია

აღნიშნული ფერების კომბინაცია შეგიძლიათ სხვა ფერებსაც შეურიოთ ან გამოიყენოთ მათ გარეშე, დომინანტურ ფერებად, ხის მასალასთან ერთად.

 

 

 

 

 

2.იისფერი ინტერიერი

პანტონმა“ იისფერი წლის ფერად გამოაცხადა და ის უკვე ყალიბდება მთავარ ტრენდად მთლიანი ბინის ინტერიერის შერჩევისას. 2018 წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრენდი სწორედ მკვეთრი ფერების გამოყენება იქნება. იისფერი ფერი კი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს თანამედროვე დიზაინის შექმნისას, რადგან ის ქმნის მდიდრულ და ელეგანტურ გარემოს.

 

 

 

3.შერევის და მორგების პრინციპი

სამზარეულოებისთვის ერთფეროვანი ინტერიერის შექმნა წარსულს ჩაბარდა. წელს ყველაფერი განსხვავებული და შერეულო ფერების კომბინაციაზე აიგება. შესაბამისად ნაკლებად ტრენდული ხდება სადა, შავ-თეთრი ფერების ტონალობებში გაწყობილი სამზარეულო.

 

 

 

 

4.კონტრასტული მარმარილო

2018 წელს მოდური ხდება მარმარილოსგან დამზადებული სამზარეულოს ზედაპირი. ის განსაკუთრებულად მდიდრულს და დრამატულს ხდის ინტერიერს. ინტერიერის დიზაინერის, დონა მონდის თქმით, წლების განმავლობაში ეს ტრენდი კიდევ უფრო მოდური გახდება.

 

 

 

დაგვიტოვეთ კომენტარი