ბუხარი ნებისმიერი ინტერიერისთვის არაჩვეულებრივი დანამატია.ბოლო წლების ტენდენციებს თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ბუხარს მხოლოდ მისაღებ ოთახში აღარ იყენებენ. ისინი ხშირად გვხდება საძინებლებში, სამზარეულოებსა და საოფისე ოთახებშიც კი. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ნიმუშები განსხვავებულ დიზაინს შეესაბამება, რაც შესაძლებლობას მოგცემთ აარჩიოთ თქვენთვის ყველაზე სასურველი ვარიანტი.

 

 

 

 

1.მინის ბუხარი

ეს თანამედროვე ბუხარი იდეალურია დიდი , ნათელი სივრცისთვის. ის ეხამება მაღალ მინის ფანჯრებს და მისაღებ ოთახს დასრულებულ სახეს აძლევს. ღია ხის იატაკითა და ნატურალური ავეჯით გაწყობილ სივრცეს ეს დეტალი კიდევ უფრო მდიდრულ იერს ანიჭებს.

 

 

 

 

2. ტრადიციული სტილის განახლება

თუ გსურთ ტრადიციულ სტილს თანამედროვე შტრიხები დაუმატოთ, შეგიძლიათ გამოსავლის ძებნა აღარ განაგრძოთ. აღნიშნული ბუხარი თავისი ფორმით ძველებური, შეშის ღუმელის თანამედროვე ვარიანტს მოგაგონებთ. ისეთ მინიმალისტურ ინტერიერს, როგორსაც ფოტოზე ხედავთ, მყუდრო ბუხარი და სითბო ნაკლებად მკაცრს იერს სძენს. ეს არის დიზაინი, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის და ნებისმიერ სახლს მყუდროს და კომფორტულს ხდის.

 

 

 

 

 

 

 

3. გეომეტრიული, კუთხის ბუხარი

ბუხარი, რომელიც მდიდრული სახლის ფონზე არ იჩრდილება, თავისი გეომეტრიული აგებულებითა და სიმეტრიებით უნიკალურია. ასევე უნიკალურია მისი კუთხეში მოთავსების იდეა, რაც სივრცეს ზოგავს და ოთახის ინტერიერს უცნაურ იერს სძენს.

 

 

 

 

 

4. ბუხარი ხის სახლისთვის

თუ გაქვს სოფლის სახლისთვის დამახასიათებელი ინტერიერი, მისთვის თანამედროვე სტილის დეტალების დამატება არც ისე მარტივია. შეგიძლიათ გამოიყენოთ მსგავსი ტიპის ბუხარი, რომელიც სადა და ამავდროულად ელეგანტურია. ის იდეალურად ეხამება მსგავს ინტერიერს.

 

 

 

 

5. ბუხარი ფერადი ინტერიერისთვის

თუ გსურთ ფერადი და ნათელი მისაღები ოთახის მოწყობა, თუმცა ფიქრობთ რომ ბუხარი კონტექსტიდან ამოვარდნილი გამოჩნდება, თავს ნუ შეიზღუდავთ. ჩვენს მიერ შერჩეულ ინტერიერში გამოყენებულია განსხვავებული ფერები და რამდენიმე სახის ქსოვილი,  თუმცა ფერადი აგურით მოპირკეთებული დახვეწილი ბუხარი იდეალურად შეესაბამება ოთახის დიზაინს.

 

 

დაგვიტოვეთ კომენტარი