არ აქვს მნიშვნელობა დეკორატიულ და კრეატიულ თაროებს ეძებთ თუ ტევადს და მოსახერხებელს, ეს სტატია დაგეხმარებათ შეიძინოთ უნიკალური ავეჯი, რომელსაც ვერ იპოვით ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ შევადგინეთ თაროების ჩამონათვალი, რომელშიც შეხვდებით ისევე როგორც თანამედროვე დიზაინის თაროებს მინიმალისტური ან ინდუსტრიული ინტერიერისთვის, ასევე სადა დეკორაციებს სკანდინავიური ტიპის ბინებისთვის.

 

 

1.ეს კოლექცია არის მოდულური და მოსახერხებელი, რადგან თაროები შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი მიმართულებით მოატრიალოთ, უნიკალური ფორმის თაროები კი ნებისმიერი კუთხით მიბრუნებისას დაიჭერს წიგნებს. აღნიშნული დიზაინი მოუხდება თანამედროვე სკანდინავიური სტილის ინტერიერს.

 

 

 

2. უხილავი წიგნების თარო – ოდესმე გიფიქრიათ როგორ არის წიგნები განლაგებული ასეთ თაროზე? პასუხი ძალიან მარტივია – თაროში უნდა შეაცუროთ დიდი ზომის წიგნი, რომელზეც დაალაგებთ სხვა წიგნებს.

 

 

 

3.  რეგულირებადი თარო – აერთიანებს ინდუსტრიულ და დახვეწილ სკანდინავიურ სტილს. მოდულური თაროების სისტემა ამარტივებს ფერების დამატებასა და სივრცის გაზრდას. თითოეული კომპლექტი შედგება ორი თაროსგან, თუმცა უნიკალური სისტემა მეტი თაროს დამატებისა და დაკავშირების საშუალებას იძლევა.

 

 

 

4. ბრილიანტის ფორმის თარო – იდეალური გეომეტრიული წყობის ბინებისთვის. სამი თარო საკმარის სივრცეს იძლევა ქოთნის მცენარეებისა და წიგნების დასაწყობად.

 

 

 

 

5.  სახანძრო კიბის თარო – თუ გსურთ გამოხატოთ სიყვარული ინდუსტრიული სტილის მიმართ, მაშინ ეს თარო თქვენთვის იდეალური არჩევანია. მას ასევე აქვს უამრავი თარო, რომლებიც ქმნიან ცათამბრჯენის იმიტაციას.

 

 

 

 

6.  ოქროსფერი დეტალები ელეგანტურობას მატებს ოთახს. მინიმალისტური და სადა დიზაინის თარო შორიდანვე იქცევს ყურადღებას და იდეალური პატარა სივრცისთვის.

 

 

 

 

7.  ხის თაროების კომპლექტი – ადვილად რეგულირებად თაროებზე შეგიძლიათ განალაგოთ ნებისმიერი ზომის წიგნი, აქსესუარი თუ ელექტრო მოწყობილობა.

 

 

 

8. ექვსკუთხა ხის თაროები – აღნიშნული სკისებური დიზაინი თანაბრად მოუხდება მინიმალისტური, გეომეტრიულ ან სკანდინავიურ თანამედროვე ინტერიერს.

 

 

 

9. სამკუთედი თაროები – ერთი შეხედვით დაუსრულებელ იერს ტოვებს, რათა შეძლოთ ფერადი დეკორაციების, წიგნების და სხვადასხვა ნივთების დამატება.

 

 

 

10. თანამედროვე ჯვარედინი თაროები – თუ მოგწონთ ჩარჩოს ფორმის თაროები, მაგრამ ამავდროულად რაიმე უფრო დეკორატიული გინდათ, ეს დიზაინი თქვენთვის იდეალურია. კუბები იწვევს ინტერსს თავისი სადა, მაგრამ ორიგინალური დიზაინით.

 

 

 

 

11.  კუთხის თარო – მისი დაკიდების ორი გზა არსებობს. ის შეიძლება ჩაისვას კუთხეში ან გარს შემოერტყას მას. აღნიშნული დიზაინის გამოყენება დაგეხმარებათ დაზოგოთ სივრცე გადატვირთულ ინტერიერში.

 

 

 

 

12.  მთის თარი – საუკეთესო არჩევანია სადა ინტერიერისთვის და კოტეჯის ტიპის ბინებისთვის. მავთულებიანი სარჩულის დახმარებით შეგვიძლია შევუხამოთ ინდუსტრიულ დიზაინსაც.

 

 

13. მოდური თარო ნათურით – ძნელია წარმოიდგინოთ უფრო სრულყოფილი თარო პატარა შემოსასვლელის ან საძინებლისთვის. მაგნიტები გამოიყენება გასაღების დასაკიდებლად, ხოლო თარო მცირე მოცულობის ნივთებისა და დეკორეციების განსათავსებლად.

 

 

 

 

14. სადა სამზარეულოს კედლის თარო – მრავალფუნქციურია, რადგან აქვს პირსახოცის საკიდი და საჭირო ნივთების დასაწყობი სივრცე. მას ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ საკიდები ტილოებისა და ჭურჭლისთვის.

 

 

15. ძველებური ხის თარო – კიდევ ერთი დახვეწილი თარო სამზარეულოსთვის, რომელიც საშუალებას მოგცემთ ყველაზე საჭირო და გამოყენებად ნივთებს თავი ერთად მოუყაროთ.

დაგვიტოვეთ კომენტარი