თუ შუასაუკუნეების დიზაინი გიტაცებთ, გაეცანით ჩვენს სტატიას და გაიგეთ როგორ მოაწყოთ თანამედროვე, საინტერესო მისაღები ოთახი.

 

1.გამოიყენეთ თეთრი, ფირუზისფერი და ოქროსფერი ფერები, რათა შექმნათ მყუდრო გარემო. ხალიჩა ეხამება მეტალის მაგიდებს, ცენტრში მდგარი მინის მაგიდა კი ოთახის ერთ-ერთი გამორჩეული და თვალშისაცემი დეტალია. პირველივე შეხედვისას თქვენს ყურადღებას მისი სამკუთხედი მეტალის ფეხები იპყრობს. ამის შემდეგ კი მზერა გადადის ფირუზისფერ ყვავილის ფორმის სავარძელზე, რომელსაც ეხამება იმავე ფერის ბალიშები და ოთახის მცენარეები.

 

 

 

 

 

2.ოთახის მთავარი ფერი ყავისფერია. შუა საუკუნეების სტილის თეთრი ტახტი გაფორმებულია ყავისფრ ორნამენტიანი ბალიშებით, რომლებიც ეხამება ტყავის სავარძლებსა და იატაკს. ჭრელი ორნამენტებიანი ხალიჩა და დასადგამი ნათურა ხაზს უსვამს ოთახის გამორჩეულ სტილს. ქოთნის მცენარეები ოთახს კიდევ უფრო მყუდროს ხდის.

 

 

 

 

 

 

 

 

3.შექმენით შუა საუკუნეების ინტერიერი დიდი ძალისხმევის გარეშე. აღნიშნული სტილისთვის დამახასიათებელია მაღალი ხის ფანჯრები, ხის ფეხებიანი ავეჯი და დიდი ტახტი. ხის ავეჯს იდეალურად ეხამება სპილენძის სანათები და ტყავის პუფი. წინა ოთახების მსგავსად, აქაც გვხვდება ქოთნის მცენარეები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

4.შუა საუკუნეების სტილი ძირითადად პატარა ზომის ოთახების მოწყობისას გამოიყენება. გამოიყენეთ ტყავის ყავისფერი ტახტი, დაამატეთ საინტერესო შტრიხები – შავ-თეთრი სურათები, სხვადასხვა ზომის ნათურები, გეომეტრიული ფორმის ყავის მაგიდა და ორნამენტებიანი ხალიჩა. ქოთნის მცენარეები და თაროებზე განთავსებული დეკორაციები საერთო სურათის შექმნაში დაგეხმარებათ.

 

 

 

 

 

 

5.შექმენით შუა საუკუნეების ინტერიერი სხვადასხვა ტექსტურებისა და მასალების შერწყმით. გამოიყენეთ ტყავის დივანი და სავარძლები, ბარცელონას სტილისა და შუა საუკუნეების თანამედროვე კლასიკური სკამები, მეტალის ლურჯი სკამი დაგეხმარებათ ინტერიერი ორიგინალური გახადოთ. ამაში ასევე დაგეხმარებათ მარმარილოს ყავის მაგიდა, მეტალის სანათი და ტიტის ფორმის პატარა მაგიდები.

 

 

 

 

 

 

 

6.50-იანი წლების ფერთა პალიტრა მყუდრო გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ. სტაფილოსფერი და ნაცრისფერი სავარძლებითა და შუა საუკუნეების სტილის სანათებით გაფორმებული ოთახი სარელაქსაციო გარემოს ქმის. ფერთა პალიტრას იმეორებს კედელზე დაკიდებული ნახატებიც. გამოიყენეთ ღია ფერის ხის ავეჯი, რათა არ დაარღვიოთ ფერთა შეხამება.

 

 

 

 

 

 

7.წინა ოთახის მსგავსად აქაც გამოყენებულია ნაცრისფერი და სტაფილოსფერი ტონალობების შეხამება, თუმცა დომინანტური ფერები ნაკლებად თვალშისაცემი ხდება კენკრისფერი სავარძლების წყალობით. ჩვენ გირჩევთ ამ შემთხვევაშიც გამოიყენოთ ღია ფერის ხის მასალა და ნაცრისფერი დეტალები (ხალიჩა, სანათი და სხვ).

 

 

 

 

 

 

 

8.ოთახში იგრძნობა 30-იანი წლების მხატვრის. პიეტ მონდრიანის ზეგავლენა, რადგან აქ ძირითადად გეომეტრიული ფორმებია გამოყენებული. ყურადღებას იპყრობს ჭრელი ხალიჩა ფერადი კედელი, რომელიც თითქმის მხატვრის ნახატის იდენტურია. სხვადასხვა ფერის სავარძლები და ტახტი იმეორებს ხალიჩის ფერებს. დიზაინერმა გადაწყვიტა კედლები სადად დაეტოვებინა და გამოეყენებინა მუქი ფერის სადა ავეჯი, რათა არ გადაეტვირთა ინტერიერი.

 

 

 

 

დაგვიტოვეთ კომენტარი