თუ თქვენ გატაცებული ხართ ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების შეგროვებით, აუცილებლად უნდა ნახოთ ჩვენ მიერ შერჩეული ღვინის სათავსოების დიზაინი. ზოგმა დიზაინერმა გადაწყვიტა საცხოვრებელ სივრცესთან შეერწყა დეკორატიული სათავსოები, სხვებმა კი მათ ბინის ცენტრალური და თვალშისაცემი ადგილები დაუთმეს. ჩვენ შემოგთავაზებთ ორივე ვერსიას და დაგეხმარებით შეარჩიოთ თქვენთვის იდეალური ვარიანტი.

 

1.ეს ბუნებრივი, ხისგან დამზადებული კედელი სასადილოს მთავარი დეტალია. იგივე მასალაა გამოყენებული სამზარეულოს კარადებშიც. რათა შეიკრას მთლიანი კომპოზიცია. განათებები ხაზს უსვამს ოთახის ცენტრალურ ნაწილს.

 

 

 

 

2. მისაღები ოთახი და სასადილო ნაწილობრივაა გამოყოფილი ერთმანეთისგან თეთრი ღვინის სათავსოთი. წრის ფორმის ჭრილი იდეალურია ღვინის ბოთლების განსათავსებლად. ერთიანი ინტერიერის შესაქმნელად, სათავსოს დიზაინი გრძელდება სამზარეულოს ზედა ნაწილშიც.

 

 

 

 

 

 

3.  კიბის საფეხურებს შორის მანძილი შეგიძლიათ გონივრულად გამოიყენოთ. ეს ღვინის სათავსოს დიზაინი კიბეს უნიკალურს ხდის და მას ორიგინალურ დატვირთვას სძენს.

 

 

 

 

 

 

 

4. ამ შემთხვევაში ღვინის ბოთლები განთავსებულია  კიბის ქვეშ დატოვებული სივრცის ორივე მხარეს. სადად დატოვებული აგურები ინდუსტრიულ სტილს ქმნის, დეკორატიული განათებები კი ხაზს უსვამს ძვირფას კოლექციას.

 

 

 

 

 

 

 

5. პირველი, რასაც ბინაში შესვლისას შეამჩნევთ, დახვეწილი ღვინის ოთახია. მინა და განათებები მაშინვე იპყრობს ყურადღებას კოლექციისკენ. თეთრი გლუვი კიბე ღვინის ოთახს უფრო დრამატულს ხდის.

 

 

 

 

6. ულტრათანამედროვე სივრცეს დასრულებულ იერს აძლევს მინის კედელი, რომელიც ღვინის ბოთლების განსათავსებლად გამოიყენება. სწორად შერჩეული მასალა მარტივად იპყრობს ყურადღებას და ამავდროულად ყოფს სასადილო სივრცეს დანარჩენი ოთახისგან.

 

 

 

 

7. წინა დიზაინის მსგავსად, კედელი ერთმანეთისგან ყოფს ორ სივრცეს. ღვინის სათავსო მზერას ზემოთ მიაპყრობს და ყურადღების ცენტრში ორიგინალური დეკორაციები ექცევა.

 

 

 

 

 

 

 

8. ღვინოს ყოველთვის თვალშისაცემ ადგილას არ ინახავენ. სახალისოდ მოწყობილი სივრცე თვენს კოლექციას ორგანიზებულად და საიმედოდ შეინახავს.

 

 

 

 

 

 

9. ჩაშენებული ღვინის საწყობის განსხვავებული ჩარჩოები ყურადღებას ცენტრისკენ იპყრობს, უკუღმა დაწყობილი ბოთლები კი ქმნიან საინტერესო შერწყმას.

 

 

 

 

10.  ხედავთ ღვინის სარდაფს? უკეთ დააკვირდით. მინის იატაკი სტუმრებს საშუალებას მისცემს თვალი შეავლონ თქვენს კოლექციას. ზემოთ დაკიდებული მცენარეები ახალისებს ინტერიერს და სიმყუდროვე შემოაქვს ოთახში.

 

 

 

 

 

 

 

დაგვიტოვეთ კომენტარი