სამსაძინებლიანი ბინის დაგეგმარება საკმაოდ მარტივია, რადგან სივრცე მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალებას გვაძლევს. საძინებელი შეიძლება გამოვიყენოთ ბავშვების ოთახისთვის, საოფისედ, სტუმრების მისაღებ ოთახად, საკითხავი სივრცის შესაქმენლად და სხვ. ჩვენ გთავაზობთ სამსაძინებლიანი ბინის პრაქტიკულ, ტრენდულ და უნიკალურ მაკეტებს.

 

1. ეს ფერადი სახლი იდეალური არჩევანი იქნება მუსიკის მოყვარულთათვის. ის მოიცავს ორ საძინებელს და გაშლილ მისაღებ ოთახს., რომელიც დაკომპლექტებულია სტერეო სისტემითა და მუსიკალური დისკების თაროებით და უერთდება მყუდრო ვერანდას. პატარა სამზარეულოსა და საოფისე ფართის დამატებით იქმნება კომფორტული გარემო.

 

 

 

 

2. ეს სამსაძნებლანი ბინა ესადაგება ბუნებრივ ესთეტიურობას. გამოყენებულია ნეიტრალური ყავისფერი და ნაცრისფერი ტონები. თითოეული საძინებლიდან და მისაღები ოთახიდან არის გასასვლელი აივნებზე, რაც ბინას სიმყუდროვეს მატებს.

 

 

 

 

3. ფართო სახლი საშუალებას იძლევა ყველა ოთახს ჰქონდეს საკუთარი სააბაზანო, ასევე ცალკე სტუმრების სააბაზანო ჰოლში. მისაღები ოთახიდან და თითოეული საძინებლიდან გასასვლელია ვერანდაზე, რომელიც მდიდრული, თანამედროვე ბინის დამაგვირგვინებელი ელემენტია.

 

 

 

 

4. სხვა ბინებთან შედარებით პატარა სივრცის მიუხედავად, ამ სამსაძინებლიან ბინას ყველა აუცილებელი დეტალი აქვს. სიმყოდროვისა და კომფორტის შესაქმნელად.  ორი ოთახის გამაერთიანებელი აბაზანა არაჩვეულებრივი არჩევანია და-ძმებისთვის, რადგან მათ საკუთარი შესასვლელი ექნებათ სააბაზანოში და საკმაო სივრცე დარჩება ოთახში ტევადი გარდერობის მოსაწყობად. სამზარეულო მოიცავს ისევე როგორც სასაუზმე ბარს, ასევე სასადილო სივრცეს.

 

 

 

5. ეს სამსაძინებლიანი ბინა იდეალურია პატარა ოჯახისთვის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებლად. ერთი დიდი ოთახი წყვილისთვის საკუთარი სააბაზანოთი, ხოლო ორი პატარა საძინებელი საერთო სააბაზანოთი, შესანიშნავია და-ძმებისთვის. კომფორტულ და თანამედროვე მისაღებ ოთახში საკმარისი სივრცეა საღამოობით ოჯახის შესაკრებად. ორ მხარეს გაჭრილი ფანჯრები და აივანი ოთახს კიდევ უფრო დიდს აჩენს.

 

 

 

6. კიდევ ერთი ბინა დიდი ვერანდებით, რომლებიც მისი მთავარი ელემენტია. ბინის ორივე მხარეს ვერანდებია, რაც განტვირთვის აუცილებელი ადგილების მრავალფეროვნებას ქმნის. შიდა სივრცე კი ჭკვიანურადაა გადანაწილებული სამუშაო ადგილებისა და სათავსოებისთვის.

 

 

 

 

7. დიზაინში დამახასიათებელია ზღვისპირა სახლებისთვის. გამოყენებულია თეთრი და ზღვისქაფისფერი მწვანე (71EEB8), რათა გადახვიდეთ რომელიმე ზღვისპირა ქალაქში. საძინებელი ოთახები არ არის დიდი, თუმცა ცენტრალური მისაღები ოთახი და ვერანდები საკმარის სივრცეს ქმნის რელაქსაციისთვის.

 

 

 

 

8. შემდეგი დიზაინი ამტკიცებს, რომ ორ-სამ საძინებლიანი ბინისთვის მართკუთხედის ფორმის ფართი სულაც არ არის აუცილებელი. ძირითადი საძინებელი ოთახი პირადი სველი წერტილით და ორი პატარა საძინებელი ბავშვებისთვის ან სტუმრებისთვის განცალკევებული სააბაზანოსთვის, სრულყოფილადაა გადანაწილებული.

 

 

 

9. ბევრ ბინის მფლობელს შესაძლოა არ სურდეს მდიდრული ჩაშენებული გარდერობი. ეს დიზაინი ითვალისწინებს მოდურ და პრაქტიკულ სათავსოებს თითოეულ ოთახში. გაფორმებული ცისფერ, ყავისფერი და თეთრი ტონებით, რაც სადა და სასიამოვნო გარემოს ქმნის.

 

 

10. ავეჯის სისადავე განსაკუთრებულად დიდ სივრცეს აჩენს ბინაში, თუმცა ამასთანავე ყველა საჭირო დეტალი გათვალისწინებულია: სამი აბაზანა, საოფისე სივრცე, სასადილო ოთახი, დიდი სამზარეულო და აივანიც კი.

 

 

 

11. დიზაინი იმის ნათელი დასტურია, რომ გარე და პირადი სივრცის ქონა თანაბრად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ თითოეულ ოთახს საკუთარი აივანი აქვს, რაც მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს სურვილის შემთხვევაში განმარტოვდნენ ან შეიკრიბონ დიდ სასადილო ოთახში.

 

 

12. ბინა არის ნათელი და ჰაეროვანი, თუმცა შეიძლება არასაკმარისი სივრცის პრობლემა შეიქმნას, რადგან ბინაში გათვალისწინებულია მხოლოდ რამდენიმე პატარა გარდერობი.

 

 

13. თეთრი კაფელი და მთლიანი ფანჯრები ამ ფერად ბინას იდეალურ სანაპირო სახლად აქცევს. თითოეულ საძინებელს საკუთარი სველი წერტილი და აივანი აქვს, რაც დასვენებისა და სუფთა ჰაერზე ყოფნის საშუალებას იძლევა.

 

 

14. თითოეულ საძინებელში იგრძნობა მაცხვრებლის ხასიათის თავისებურებები – პარკეტიდან დაწყებული ნათელი კედლებით დამთავრებული, ყოველი დეტალი გამოხატავს ინდივიდუალიზმს.

დაგვიტოვეთ კომენტარი