ინდუსტრიული სტილის საძინებლები გამოირჩევა მშვიდი და სადა გარემოთი. თითქმის ცარიელი აგურის კედლები, რკინის მილები, დაუსრულებელი იატაკი გამოხატავს დიზაინერის კრეატიულობას. ეს საძინებლები მიეკუთვნება ინდუსტრიული ჟანრს, რომელიც შერწყმულია რბილ და მხიარულ დეტალებთან. გაეცანით ჩვენს სტატიას და გაიგეთ როგორ შექმნათ ლამაზი ინდუსტრიული სტილის საძინებელი.

 

 

1.ინდუსტრიული სტილის ოთახს შესაძლოა ჰქონდეს ფერადი დეტალები. ბეტონის სადა კედლის ცენტრში დაკიდებულია იასამნისფერი, მართკუთხა ნახატი. ბარხატის სავარძელი გადასაფარებელი  ოთახს უფრო მდიდრულს ხდის, მეტალისა და სპილენძის სანათები კი ხაზს უსვამს ინდუსტრიულ სტილს.

 

 

 

 

\

 

2. მოაწყვეთ თქვენი ოთახი შეუსაბამო ნივთები. ფაბრიკის სტილის ფანჯრები, აგურის კედელი, დაუსრულებელი ჭერი, ღიად დატოვებული მილები, ფაბრიკის სტილის ფანჯრები და ტყავის გადასაფარებელი საწოლზე განსხვავებული და საინტერესო დიზაინის შექმნაში დაგეხმარებათ.

 

 

 

 

 

3.უზარმაზარი ინდუსტრიული სტილის ფანჯრები გამოიყურება ახლებურად და სადად. ისინი იდეალურად ანათებენ ლურჯ ფერებში გაწყობილ ხალიჩას, სკამსა და საწოლის გადასაფარებლებს. თეთრი ავეჯი, ნაცრისფერი ნახატი და ანტიკური სტილის ნათურა ოთახს უფრო მდიდრულს ხდის.

 

 

 

 

 

 

 

4.წარმოაჩინეთ ინდუსტრიული სტილი სხვადასხვა ტონალობის გამოყენებით. საძინებლის კედელი შედგება მრავალფეროვანი აგურებისგან, რომელიც გაფორმებულია ნაცრისფერი ფოტოებით. ხალიჩაში გამოყენებულია მუქი ტონები და თეთრი წინწკლები. საწოლის ფერებში თეთრისა და ყავისფერის შეხამება ქმნის სირბილეს. ამას ემატება თეთრი და ყავისფერი ფერის კარადა, რომელიც კრავს საერთო სურათს.

 

 

 

 

 

 

 

5.ჩვენი კიდევ ერთი აგურის საძინებელი მარტივი და სადაა. ის სავსეა ფაბრიკის სტილის ფანჯრებიდან შემომავალი დღის შუქით. ბამბისგან დამზადებული ლეიბისთვის მრავალფეროვანი თეთრეულია შერჩეული. საწოლის თავზე კიდია ჩანახატი, რაც ოთახს მყუდროს აჩენს. მოქსოვილი იატაკის სანათები და შავ-თეთრი ფოტო კიდევ უფრო ამძაფრებს სტილის შეგრძნებას, კუთხეში მდგარი ტყავის სავარძელი კი ეხამება აგურის ფერს.

 

 

 

 

 

6.რაიმე უფრო თეთრს და ნათელს ეძებთ? ეს საძინებელი შედგება ნაცრისფერი და თეთრი ტონალობებისგან. აქ ჭარბობს აგურის კედლები, ხის იატაკი და კედლის დეკორაციები. სხვადასხვა დონეზე განლაგებული სივრცეები, მეტალის მოხატული კიბე და ოთახის მცენარეები მყუდრო და მშვიდ გარემოს ქმნიან, ტყავის სავარძელი და საწოლი კი ოთახს უფრო გლამურულს ხდის.

 

 

 

 

7.თეთრი და შავი ტონალობები იდეალურად ეხამება ნაცრისფერ აგურის კედლებს. ეს თანამედროვე ინდუსტრიული სტილის საძინებელი გაწყობილია ნაბეჭდი ციტატებითა და არქიტექტურული ნახაზებით. თეთრი ზეწრები გადაკრულია შავ ტყავზე, ოთახი გაწყობილია ხისა და შავი ფერის დეკორაციებით. მუქი და ნათელი ტონალობებით თამაში ხალიჩაზე, მილებსა და ღია ნაცრისფერ იატაკზე ქმნის საერთო დიზაინს.

 

 

 

 

8.ეს საძინებელი ერთ-ერთი საუკეთესოა თავისი ვიზუალის გამო. პირველ რიგში, თვალი ამჩნევს შავ დაფაზე ცარცში შესრულებულ ნახატს, შემდეგ კი „გალიებში“ მოთავსებულ სანათებს და ხის ორიგინალურ ჭერს. ხის კარადა და თეთრი კედელი სივრცეს ქმნის  სათავსოებისთვის და ასევე განტვირთავს ოთახის ერთ კუთხეს მაშინ, როდესაც მეორე მხარე დატვირთულია გეომეტრიული ფიგურებისგან შექმნილი ხალჩითა და ოთახის სხვა დეკორაციებით.

 

 

დაგვიტოვეთ კომენტარი