1.ხავერდის ავეჯი, ოქროსფერი კედლის დეტალები და უზარმაზარი დეკორატიული ოქროს სარკე დეკადენტურ დიზაინს ქმნის. თანამედროვე და მდიდრული ოთახი აერთიანებს მინიმალისტურ და ამავდროულად ძველებურ, მდიდრულ სტილს. თუ ოქროს დეტალებს არ ჩავთვლით, ოთახი საკმაოდ სადა და დახვეწილია. ღია ნაცრისფერი კედლები და თეთრი დეტალები ნათელ გარემოს ქმნის.

 

 

 

 

 

 

 

2.ეგზოტიკური, ტუნისური სტილის საძინებელი უდაოდ მომნუსხველია. მოროკოს სტილის შთაგონებით შექმნილი კედლის მოხატულობაში განსაკუთრებით თვალშისაცემია ვერცხლის გრავირებული დისკოები. სტილს სრულყოფილებას ანიჭებს იმავე ფერის ბეწვის გადასაფარებელი და ცისფერზოლიანი ბალიშები. იატაკი მოპირკეთებულია ნაცრისფერი ქვით. სარკე და მინის მაგიდა ოთახს კიდევ უფრო გრანდიოზულს ხდის.

 

 

 

 

 

3.სივრცე ძალიან თანამედროვე და მინიმალისტურია. დიზაინერმა გადაწყვიტა თაროებითა და კარადებით არ გადაეტვირთა სივრცე, რათა გამოჩენილიყო ისეთი საინტერესო დეტალები, როგორებიცაა სანთლები, ჩარჩო, დეკორატიული ვაზა, ნახატი და ორნამენტებიანი ხალიჩა.

 

 

 

 

 

4.ნაცრისფერი და იასამნისფერი იდეალურად ეხამება ერთმანეთს და მრავალფეროვან, საინტერესო ინტერიერს ქმნის. ნაცრისფერი საღებავი, რომელიც იასამნისფერში გადადის, ქმნის ნათელ გარემოს. მოიასამნისფრო ყავისფერია გამოყენებული სავარძელსა და იატაკზე, ხოლო ნაცრისფერი ჭარბობს უფრო მცირე დეტალებში, როგორებიცაა საათი და სანათები. ყვითელი ბალიშები და ფერადი ხალიჩა ოთახს კიდევ უფრო ხალისიანს ხდის.

 

 

 

 

 

 

 

5.ოთახი სავსეა ბუნებრივი და ხელოვნური განათებით, რომელიც გამოკვეთს ოთახის საინტერესო დეტალებს. ხის კედელი საწოლის თავზე არის თანამედროვე და დახვეწილი. ის იდეალურად ესადაგება ოთახის გეომეტრიულ ფორმებს და ფერთა პალიტრას. მინიმალისტურ ინტერიერში ჭარბობს ნაცრისფერი და ყავისფერი ფერების კომბინაცია.

 

 

 

 

 

6.ოთახი სავსეა მრავალფეროვანი ქსოვილებითა და გეომეტრიული ფორმებით. ინტერიერის არქიტექტურა შთამბეჭდავია, თუმცა, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ უფრო მკვეთრი ფერებიც. ამ შემთხვევაში დიზაინერმა ყურადღება გაამახვილა, ცისფერ, ყავისფერ და კრემისფერ ტონალობებზე, რათა ოთახი უფრო ბუნებრივი და მინიმალისტური გამოსულიყო.

 

 

 

 

 

 

 

7.საუკეთესო, კრეატიულ დიზაინერებსაც კი უჭირთ, შექმნან ასეთი თანამედროვე ინტერიერი ტრადიციული მასალების გამოყენებით. მისი დეტალების ინსპირაცია ინდუსტრიული სტილი გახდა. ჭერს ეტყობა ურბანული სტილის ზეგავლენა მაშინ, როცა ხის მრავალფეროვანი მასალა უფრო კლასიკურ და სადა სტილს უსვამს ხაზს. ჭერის ფერები მეორდება მთელს ოთახში, რასაც ემატება სადა, ნაცრისფერი, კრემისფერი და ყავისფერი ავეჯი. მწვანე ფერის ბალიშები ოთახს კიდევ უფრო სიცოცხლით სავსეს ხდის.

 

 

 

 

 

 

8.დიზაინერმა შეარჩია მუქი და ღია ფერების კომბინაცია. ხელოვნების ნიმუში, აქცენტური კედელი და იატაკი მუქი და დრამატულია, თუმცა ინტერიერში სიმსუბუქე შემოაქვს რბილ ყვითელ ფერს ნახატის ტუჩებსა და საწოლის გადასაფარებელზე.

 

 

 

 

 

 

 

9.დიზაინმა და ფერადმა ინტერიერმა არ უნდა დაარღვიოს ოთახის სიმყუდროვე. ამ ოთახში ვხვდებით მკვეთრ ფერებს, რომლებიც ეხამება ნაცრისფერს, ყავისფერსა და თეთრ აქცენტებს და ქმნის რელაქსაციურ გარემოს. კედლის სანათები მდიდრულ იერს ანიჭებს ოთახს.

 

 

 

 

 

 

10.ოთახის დანახვისას ძველი დრო გაგახსენდებათ, თუმცა ინტერიერში ჭარბად არის თანამედროვე დეტალებიც. დიზაინის ინსპირაცია აზიური კულტურიდან მოდის. საწოლის თავზე განთავსებული ორნამენტების სტილს იმეორებს საწოლის ბალიში და დასაჯდომი კუბებიც. ჩარჩოებში მოთავსებული სარკეები ინტერიერს კიდევ უფრო ორიგინალურსა და საინტერესოს ხდის.

 

 

 

დაგვიტოვეთ კომენტარი