ბავშვის საძინებლის დიზაინის შერჩევისას შეგიძლიათ გამოიყენოთ სტანდარტული ფერები – ლურჯი, ვარდისფერი და ყვითელი. თუმცა, ჩვენ შემოგთავაზებთ ბევრად განსხვავებულ, მოდურ და საინტერესო ტენდენციებს. მუქი ლურჯის, შავისა და წითელი ფერების გამოყენებით შეგიძლიათ გამოვკვეთოთ თქვენი შვილის ხასიათის თავისებურებები და ამავდროულად შეინარჩუნოთ ახალგაზრდული სტილი დიზაინში.  ჩვენ მიერ შემოთავაზებულ თითოეულ დიზაინში დაინახავთ მისი მფლობელის ხასიათის თავისებურებებს და შეძლებთ მოაწყოთ ბავშვისთვის იდეალური ოთახი.

1.მუქი ლურჯი და მოვარდისფრო მარჯნისფერი დამამშვიდებელ გარემოს ქმნის, მრავალფეროვანი დეტალები კი ხაზს უსვამს მოზარდის თვისებებს. ოთახში საინტერესო დეტალების შემოტანის ერთ-ერთი მარტივი გზა საწოლის თავზე ლამაზი კედლის დეკორის გამოყენებაა. ნებისმიერი მოზარდი სიამოვნებით დაიძინებს წარწერის ქვეშ „ტკბილი სიზმრები“. მუქი ფარდები იდეალურია დასვენების დღეებში განსატვირთად, რადგან ყველა მოზარდს უყვარს გვიანობამდე ძილი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტევადი სათავსოების გათვალისწინებაც. ამ შემთხვევაში დიდი ზომის კარადა გადახალისებულია ფერადი პანელებითა და სარკით. ის იდეალურად ეხამება ოთახის დიზაინს. მყუდრო საწოლი ზოლიანი გადასაფარებლით ნებისმიერი ასაკის შესაბამისია და არ არის ზედმეტად ბავშვური.

2.ოთახი მოწყობილია შავი, თეთრი და წითელი ფერებით. გონივრული დაგეგმარება გვიჩვენებს, რომ დიდ სივრცე ან ბევრი ნივთი არ არის საჭირო მყუდრო და მრავალფუნქციური გარემოს შესაქმნელად. საწოლი, სათავსოები, მაგიდა და ტელევიზორი ბავშვების უმეტესობისთვის საკმარისია, რათა თავი კომფორტულად იგრძნონ. ლურჯი დეტალები საწოლის გადასაფარებელზე და დახატული კედელი ოთახს კრეატიულს ხდის, სნოუბორდი კი ხაზს უსვამს მოზარდის ინდივიდუალიზმსა და ინტერესებს.

 

3.ჩვენ უამრავი ვარსკვლავური ომების თემატიკის ინტერიერი გვინახავს, თუმცა ეს სრულიად განსხვავებული,  კოსმოსურ თემაზე შექმნილი დიზაინია. ლურჯი საწოლი ოთახის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. მისი და მთვარის ფორმის სანათის შეხამება კოსმოსის შეგრძნებას ქმნის, რასაც ემატება ტელესკოპი და ორიგინალური ფორმის ჭერის სანათი. ოთახში საკმარისი სივრცეა დატოვებული სამუშაო სივრცისა და სათავსოებისთვის. შავი დაფა საწოლის თავზე კრეატიულია და მოზარდისთვის რუტინული სამუშაოს გადახალისების კარგი საშუალებაა.

 

4.ღია ფერთა პალიტრისა და სწორად შერჩეული განათების წყალობით ოთახი ნაზი და დახვეწილია. საწოლის უკან გაკეთებული ორნამენტებიანი კედელი კარგად ჯდება ინტერიერში და მას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის. ოთახი არ არის დიდი, თუმცა, ფერებისა და სინათლის საშუალებით სივრცე იზრდება. ბავშვის ოთახების უმეტესობისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში გამოყენებულია პასტელური ვარდისფერი დეტალები, რომლებიც თვალში უხეშად არ გვხვდება. ორიგინალური და კომფორტული სავარძელი ფანჯრის წინ არაჩვეულებრივ ადგილს ქმნის წიგნის წასაკითხად. სამუშაო კუთხე პატარა მაგიდით, სადა სკამით და მინიმალისტური განათებით ლამაზი და დახვეწილია

 

 

დაგვიტოვეთ კომენტარი