ახალგაზრდები ხშირად ამაყობენ თავიანთი ოთახის ინტერიერით, მშობლები კი ფიქრობენ, რომ ბავშვის ოთახი მის შემოქმედებითობას, ცნობისმოყვარეობასა და ინტერესებს უნდა ასახავდეს. თითოეულ ბავშვს საკუთარი უნიკალური გემოვნება და საჭიროებები აქვს, ამიტომ რთულია უნივერსალური დიზაინის შერჩევა.

 ჩვენ გადავწყვიტეთ სტატიაში ყურადღება გაგვემახვილებინა სადა და კრეატიულ ინტერიერის დიზაინზე. პირველი 4 დიზაინი ეკუთვნის თურქ ინტერიერის დიზაინერს აქალარს, ხოლო დანარჩენი ექვსი დიზაინის ავტორი ბარსელონელი დიზაინერი სერგი მენგოტია.

2

2.ეს არის თანამედროვე ახალგაზრდის ოთახი, რომელიც შექმნილია ღია ფერთა გამით და აქვს ტრენდული სამუშაო  სივრცე.

3

3.კიდევ ერთი საძინებელი, რომელიც სისადავით გამოირჩევა. ჭარბობს მშვიდი და ნეიტრალური ფერები. სამუშაო სივრცისთვის შექმნილია მაქსიმალური კომფორტი – წიგნების თაროები, კომპიუტერის სივრცე.

4,აქალარის შეხედულებით, სწორედ ასეთი უნდა იყოს ახალგაზრდა, მომავალი პროდიუსერის ან რეჟისორის სამუშაო სვრცე – მარტივი სამუშაო მაგიდა და სკამი, უამრავი ფერადი პოსტერი კედლებზე, რაც ახალგაზრდისთვის შესაძლოა შთაგონების წყაროდ იქცეს.

4
5

5. შემდეგი დიზაინის ავტორი მენგოტია. ეს სამუშაო სივრცე თავისი უხეში სტილით, ხის იატაკითა და ნაცრისფერი კედლებით, წააგავს აქალარის პირველ ნამუშევარს. აღნიშნული დიზაინიც შექმნილია ხელოვანის (მუსიკოსის) სამუშაოდ.

6. ამ საბავშო ოთახში სივრცეს ზრდის საწოლთან მიერთებული სამუშაო მაგიდა. რეზონანსული ფერები შესაძლოა მენგოტის საცხოვრებელი ადგილის გავლენა იყოს. ფანჯრიდან შემოსული ბუნებრივი განათება ახალგაზრდისთვის გამამხნევებელ და აქტიურ სამუშაო გარემოს ქმნის.

8
7

7.  მოვარდისფრო, იისფერი საძინებელი შესაფერისია ისევე როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისთვის. სამუშაო სივრცე ახალგაზრდას ეხმარება დამშვიდდნენ და კონცენტრირება მოახდინონ სამუშაოზე.

8. თეთრი და ყავისფერი საძინებელი ოთახი, რომელიც გაფრმებულია მომხიბვლელი, ძველმოდული ხელოვნების ნიმუშებით, მშვიდ გარემოს გვთავაზობს

 

9
10

9. ხალისიანი და ნათელი ფერებით გაფორმებული სივრცე ნამდვილად გაუჩენს მოზარდს რაიმე კრეატიულის შექმნის მოთხოვნილებას და ოთახს მხიარულ სამუშაო ადგილად აქცევს.

10. სუფთა სივრცე, რომელიც მოკლებულია არეულობას და ზედმეტ უსარგებლო ნივთებს, ახალგაზრდას უმარტივებს საქმეზე ფოკუსირებას. ავეჯი მარტივი და პრაქტიკულია. თეთრი ფერები ცოტა წითელი ტონალობებით ავსებს ოთახის პალიტრას. ეს იდეალური სამუშაო სივრცეა ისევე როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის.

 [/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

დაგვიტოვეთ კომენტარი