თუ წიგნების მოყვარული ხართ, შესაძლოა დროთა განმავლობაში დიდი კოლექცია დაგიგროვდეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად დაგჭირდებათ ბიბლიოთეკა. სახლის ბიბლიოთეკა დაგეხმარებათ თქვენი კოლექციის ორგანიზებაში, გაგიმარტივებთ წიგნების მოძებნას და კომფორტულ გარემოში კითხვას კიდევ უფრო სახალისო პროცესად აქცევს.

ბიბლიოთეკის მოსაწყობად სამი ძირითადი ელემენტია სივრცე, თაროები და წიგნები. შეგიძლიათ წიგნების წასაკითხი სივრცე გამოყოთ რომელიმე ოთახში, ან მოაწყოთ ოთახი განცალკევებით.

 

 

 

ჩაშენებული წიგნების თაროების გამოყენებით შეგიძლიათ მთლიან კედელზე გააკეთოთ სათავსოები და დაზოგოთ სივრცე. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კედელზე დაკიდებული თაროები ან იყიდოთ მინის ყუთები, სადაც ჩააწყობთ ძვირფას, ანტიკვარულ წიგნებს, რომლესაც განსაკუთრებული სიფრთხილით სჭირდებათ შენახვა. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ თაროების მთელს კედელზე განთავსებას, აუცილებლად დაგჭირდებათ კიბეც, რაღა ყველა წიგნს მარტივად მიწვდეთ.

              

ავეჯის არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა დაგჭირდეთ მაგიდაც, რათა გააკეთოთ ჩანაწერები თქვენი წიგნებიდან. დიდი წიგნების წასაკითხად, რომელთა ხელში დაჭერაც მოუხერხებელია, გამოიყენეთ წიგნის სადგამი. არ დაგავიწყდეთ სავარძლებისა და ტახტის შეძენაც, სადაც მიიპატიჟებთ სტუმრებს ან ოჯახის წევრებს მყუდრო გარემოში წასაკითხად.

განათების შერჩევისას ეცადეთ იპოვოთ სანათი, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ყველაზე პატარა ტექსტების ამოკითხვას. სანათი უნდა ანათებდეს მხრის ზედა ნაწილიდან, რათა შუქი არ იყოს მიმართული თქვენი თვალებისკენ. ეცადეთ, განათება მინიმალურად გამოიყენოთ, რადგან შუქი თანდათანობით დააზიანებს თქვენს წიგნებს.

სახლის ბიბლიოთეკის საბოლოო იერსახის მისაღებად დაგჭირდებათ პირადი ნივთები. მაგალითად ფოტოები და სუვენირები. ისინი სივრცეს უფრო კომფორტულს, საინტერესოს და მიმზიდველს გახდის.

დაგვიტოვეთ კომენტარი