გახსოვთ როგორ სადა და უხეში სტილის საოფისე მაგიდებს იყენებდით ადრე? თუმცა ახლა აღარ არის საჭირო დიდი საოფისე მაგიდების გამოყენება, რადგან მის მთავარ ატრიბუტს კომპიუტერი და რამდენიმე საოფისე ნივთი შეადგენს. სწორედ ამის გამო, შეგიძლიათ მეტი ყურადღება დაუთმოთ მაგიდის დიზაინს. მოდით გადავხედოთ რამდენიმე თანამედროვე დიზაინით შექმნილ სამუშაო მაგიდას და ვნახოთ, რამდენად ლამაზი და ორიგინალური შეიძლება იყოს ისინი.

 

 

1.მარტივი და დახვეწილი დიზაინის მაგიდას აქვს გვერდებზე გადმოწეული, ღია თაროები. მისი ზაინის წყალობით, მაგიდა ნებისმიერ გარემოს მოუხდება.

 

 

 

 

2. „Hollow Core Connect IT“-ის მაგიდა საშუალებას მოგცემთ დატენოთ ნებისმიერ სახის ელექტრო მოწყობილობა, ან შეინახოთ ისინი სათავსოებში. უნიკალური დიზაინი ამარტივებს ნივთების დახარისხებასა და სამუშაო სივრცის მოწესრიგებას. ერთმანეთში ახლართული სადენებიც აღარ ქმნის პრობლემას.

 

 

 

 

 

 

3. შუა საუკუნეების სტილის მაგიდა, რომელსაც აქვს თანამედროვე შტრიხები, გამოირჩევა სისადავთ. მაგიდა მზადდება მუხის ან კაკლის ხისგან. ორივე მასალა ეხამება მოსახერხებელ მართკუთხედის ფორმის უჯრას.

 

 

 

 

 

 

4. დანიელ-ამერიკელი ავეჯის დიზაინერის, ჯენს რიზომის ნამუშევარი არის შუა საუკუნეების გათანამედროვებული დიზაინის მაგალითი. მან აღნიშნული დიზაინი საკუთარი სახლისთვის 1968 წელს შექმნა. მას სურდა შეექმნა მარტივი საწერი მაგიდა, რათა წაეკითხა წიგნები და გაეკეთებინა ჩანაწერები. ერთადერთი უჯრა გამოიყენება ძირითადი საოფისე ნივთების ჩასაწყობად.

 

 

 

 

 

 

5.თხელი მინა და რკინის კონსტრუქცია უნიკალურ სტილს ქმნის, რომელიც ნებისმიერ სამუშაო ადგილს შეგიძლიათ შეუხამოთ

.

 

 

 

 

6. მარტივი სამუშაო სივრცე, რომელიც შექმნილია ბუნებრივი მინიმალიზმით და ნატურალური მასალებით. აღნიშნული მაგიდა იდეალურია ყოველდღიურად სამუშაოდ.

 

 

 

 

 

7. ორიგამის მაგიდის დიზაინი არის კლასიკური, თუმცა ამავდროულად ინოვაციურიც. მას აქვს სათავსოები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ საოფისე ნივთების შესანახად. აღნიშნული სამუშაო მაგიდა განსაკუთრებით მოუხდება შუა საუკუნეების დიზაინის სივრცეს.

 

 

 

 

 

8. დახვეწილი და მსუბუქი მაგიდას აქვს მინის ზედაპირი და ხის სათავსოები, რომლებიც იდეალურად ეხამება ერთმანეთს.

 

 

 

 

9. აღნიშნული საოფისე მაგიდა უნიკალურია პილოტისთვის ან საავიაციო ინჟინერისთვის. მაგიდას გამოარჩევს გლუვი მასალა და დამახასიათებელი სტრუქტურა, რომელიც თვითმფრინავის ფრთის მსგავს ფორმას ქმნის.

 

 

 

 

 

10. მათ, ვინც დაიღალა ნივთების დაკარგვით და არეული რვეულებით, „ლეო დესქი“ სთავაზობს გამჭვირვალე მინის მაგიდას, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაინახოთ უჯრებში ჩაწყობილი ნივთები. აღნიშნული მაგიდა უნიკალური მათთვის, ვინც თანაბრად აფასებს მრავალფუნქციურობასა და ხარისხს.

 

 

 

 

 

 

11. ტიპოგრაფიის მოყვარულებს აუცილებლად მოეწონებათ ეს საწერი მაგიდა. ის დამზადებულია ერთი მეტალის ფირფიტისგან, რომელზეც ლაზერითაა ამოტვიფრული ასოები. აღნიშნული მაგიდა დაამშვენებს ნებისმიერ დიზაინერულ კომპანიას.

 

 

 

 

 

12. გაერთიანებული საწერი მაგიდა და საწოლი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სივრცის დასაზოგად. ახალგაზრდებს უამრავი სივრცე დარჩებათ საკუთარი ოთახის კრეატიულად მოსაწყობად. კიბის დიზაინი საწოლთან მისვლას აადვილებს. ბავშვს საშუალება ექნება ძილის წინ კომფორტულ გარემოში წაიკითხოს წიგნი.

 

 

 

 

 

13. გამოკვეთილი ხაზები და ბუნებრივი ხის მასალა კომპაქტურ მაგიდას მსუბუქ და მხიარულ იერსახეს ძენს. კუბიკის ფორმის საწყობი და ორი თარო საშუალებას გაძლევთ შეინახოთ ყველაზე საჭირო ნივთები.

 

 

 

 

 

14.მაგიდის ნაწილი ტრიალდება იმისთვის, რომ შეიქმნას კომფორტული სამუშაო სივრცე უამრავი თაროთი. ხელის მარტივი მოძრაობით, სამუშაოს დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ ოთახში სივრცე დაზოგოთ და მაგიდა საწყის მდგომარეობაში დააბრუნოთ.

 

 

 

 

15.გჭირდებათ მეტი სივრცე? მოდულური ურთიერთდაკავშირებული თაროები საშუალებას მოგცემთ შეინახოთ დიდი რაოდენობით საოფისე მასალა და ამავდროულად მისცეთ სამუშაო სივრცეს თქვენთვის სასურველი ფორმა.

 

დაგვიტოვეთ კომენტარი